“დამატებითი ძალები არის გამოძახებული. შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონრტოლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენ მიერ გატარებულ ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ.

აქედან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გარკვეული, თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.
ამჯერად აქტიურად მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მობილიზებულია ყველა რესურსი, რაც კი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მალე დადგეს შედეგი,“ – აცხადებს თელია.
აჭარაში, სოფელ ახალშენიდან 7 აგვისტოს, დილის ათ საათზე გავიდა სახლიდან 17 წლის გოგონა, რომელიც მეზობელ სოფელში, ნათესავთან წავიდა და მას შემდეგ სახლში არ დაბრუნებულა.
