
ონიანის თქმით, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხის კანონიერების გასაჩივრებისთვის სტრასბურგის სასამართლოს 2013 წლის მაისში მიმართეს:
“აღნიშნულ საჩივარში ნათლად იქნა ჩამოყალიბებული ის უამრავი კანონდარღვევა, რომელიც თან სდევდა ბაჩანა ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2013 წლის ივლისში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ჩვენ მიერ მოყვანილი ფაქტები და აღნიშნული სარჩელი მიიღო წარმოებაში, რის შესახებაც გვეცნობა წერილობით. სწორედ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა ახალაიას მიმართ არსებული ს.ს. საქმეების უსუსურობა და მათი პოლიტიკური ხასიათი”, – აცხადებს ონიანი.
ბაჩო ახალაიას მიმართ სამი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა ბრალის წარდგენა და სამივე შემთხვევაში გამოყენებული იქნა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ახალაია სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. დანარჩენი ორი საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.
