მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ სტატიებში მარსაგიშვილი ხელისუფლებას არასწორი სამეცნიერო პოლიტიკის წარმართვაში ადანაშაულებდა. 

 

2013 წლის მარტში ერთ-ერთ ტელეგადაცემაში სტუმრობისას კი განაცხადა, რომ მხარს უჭერს გია დვალის კონცეფციის იდეას ტენურის სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოში ეს სისტემა უკვე გამოცდილია.

 

“ტენურის სისტემა უალტერნატივოა. ეს სისტემა მისაღებია და გამოცდილია საქართველოში. გარდამავალ პერიოდში მძიმე ტრანსფორმაციის გავლა მოგვიწევს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ რჩება გარეთ. პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ ადამიანები თანამდებობებზე, რომელიც არ იყო მათთვის და ის დარგი კვდებოდა.”

 

განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ მარსაგიშვილის დანიშვნამდე ორი ახალი მოადგილე- ლია გიგაური და ქეთევან ნატრიაშვილი დანიშნა. მისი განცხადებით, ახალი მოადგილეები, რომლებსაც ის დანიშნავს, უშუალოდ განათლების სპეციალისტები უნდა ყოფილიყვნენ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *