ოფიციალური მონაცემით, სასწავლო ცენტრში სხვადასხვა პროგრამით ტრენინგები გაიარა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე და სისტემასთან კავშირში მყოფმა 711- მა თანამშრომელმა. სამინისტროს აპარატის -20-მა, სასჯელარსრულების დეპარტამენტის- 201-მა, დაწესებულებების -197-მა; პრობაციის სააგენტოს -146-მა, სასწავლო ცენტრის- 58-მა ტრენერმა, სასწავლო ცენტრის -19 -მა თანამშრომელმა და 1 სტაჟიორმა. 

 

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, გადამზადნენ ციხის ბადრაგებიც, –  საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისთვის მომზადდა სასწავლო პროგრამა და ტესტები. მომზადება გაიარა დასავლეთ საქართველოს  საბადრაგო სამსახურების 75-მა თანამშრომელმა; განხორციელდა ტრენინგები “ცეცხლსასრლი იარაღის გამოყენების სასწავლო პროგრამის” მიხედვით. განხორციელდა ტრენინგი თემაზე “მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლებისთვის”; 2013 წლის იანვრიდან განახლდა და მომზადდა ახალი სასწავლო პროგრამები პრობაციის სააგენტოს თანამშრომლებისთვის, რომელიც მომზადდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფედერალური საგრანტო პროგრამის დახმარებით. 

 

“განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მენტორების ინსტიტუტს და გრძელვადიან სასწავლო პროგრამას, რომელიც აბსოლუტურად ახალია სისტემაში, ამით ჩვენი მიზანი არის მივიღოთ უფრო კვალიფიციური და მომზადებული ადამიანები, როგორც ცოდნით, ასევე ფსიქოლოგიურად, რომლებიც შევლენ სასჯელაღსრულების სისტემაში და იმუშავებენ მსჯავრდებულებთან. მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რა არ არის დაშვებული და რა მოუტანს ზიანს, როგორც მათ საქმიანობას, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. ასევე, მენტორის ინსტიტუტი, რომელიც პრობაციის სისტემაში დაინერგება, ხელს შეუწყობს, სისტემის კადრების უფრო მაღალ კვალიფიკაციას. ეს წაადგება სისტემის ეფექტურ მუშაობას, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წაადგება თვითონ ამ ადამიანების უფლებების დაცვას, ვინც სისტემაში მუშაობენ, რათა მათ ზუსტად იცოდნენ მათი უფლებები და მოვალეობები,”- ამბობს მაია ხასია, სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი, რომელმაც მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად აღნიშნული ანგარიში წამოადგინა. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *