როგორც მინისტრმა დღეს, 5 აგვისტოს, მედიასთან განაცხადა, კანონიერი ქურდობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირი არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს ასეც უნდა დარჩეს. 


“ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთ პატიმარი იმედით იყო განწყობილი, ისინი, ვინც  სასჯელს იხდიდა ქურდულ  სამყაროსთან კავშირის ბრალდებით. ვფქირობ, მათ უნდა მოიხადონ ის სასჯელი, რომელიც სასამართლოს მიერ აქვთ მისჯილი. ეს “ინსტიტუტი” ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას საქართველოში,”- განაცხადა წულუკიანმა.  

 

გეგუთის სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების 1300-მდე პატიმარმა ერთობლივი ხელმოწერით პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და არასამათავრობო ორგანიზაციებს საგანგებო განცხადება გაუგზავნა. ისინი სხვა მოთხოვნებთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობას და ე.წ. კანონიერ ქურდობას გულისხმობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *