მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელიც უშიშროების საბჭოს ფორმატში, სავარაუდოდ, ბოლოა, ის საკითხები განიხილეს, რომელიც კომისიაში შევიდა. 

 

“მთავარი იყო ძალადობრივი ინციდენტები, რომელსაც ადგილი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, და მათზე ადეკვატური რეაგირების საკითხები. ასევე, პოლიტიკური დაკავებების და აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება. ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი.” 

 

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს ფორმატში დღეს, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ამოქმედების შემდეგაც კომისია იუსტიციის სამინისტროს ეგიდით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *