“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრობლემებია შექმნილი ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. მინდა მოვუწოდო, შეეშვას უაზრო, არადეკვატურ განცხადებებს, ბოღმით სავსე განცხადებებს, რადგან ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. და მე მას დავაიმედებ, უახლეს მომავალში, სადაც ეს ადამიანი იქნება, იქ შუქიც იქნება, გაზიც იქნება და ძალიან ბევრი დრო ექნება იმისთვის, რომ გაიაზროს კარგად, თუ ბოლო წლების განმავლობაში რამხელა დანაშაული ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე მან და მისი გაქსუებული, გაზულუქებული ჩინოვნიკების ნაწილმა”.

 

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ გამოეხმაურა ეკონომიკური ზრდის შემცირების მაჩვენებელს, რამაც, საქსტატის მონაცემებით, ივნისში შეადგინა მინუს 0.8%:

 

“იმის გამო, რომ პრობლემებია ენერგეტიკაში, უკვე წელს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას დენის იმპორტის თვალსაზრისით.  სიტუაცია არის მართლაც საგანგაშო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *