“ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ, რა ხდებოდა ციხეში, როგორ ეპყრობოდნენ იქ მყოფ ადამიანებს და დამერწმუნებით, ალბათ, ეს წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე, თუ არ მიდის ზემოდან დავალებები. ეს იყო სისტემური ხასიათის, ამაზე ძალიან ხშირად იყო საუბარი და კეთდებოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ როდესაც ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორ ეპყრობოდნენ იქ მყოფ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ ადამიანებს ხელკეტით, ცოცხით, ყველა ზღვარს გადააჭარბა და ეს არის საშინელება. ჩვენ თუ გავიხსენებთ, მიხეილ სააკაშვილი იმითაც კი ამაყობდა, თუ რა ხდებოდა ციხეებში და როგორ ჰქონდა დალაგებული. ის ამბობდა, რომ ფრანგულმა მხარემ საფრანგეთის სახელმწიფომ მოდელიც კი გადაიღო ციხეების მართვის, თუ როგორც იმართებოდა საქართველოში. ასეთ სისულელეებს ამბობდა ბატონი სააკაშვილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა საქმეზე, რომელიც არ უაკვშირდებოდა ციხეებში წამების საქმეს. ახალაიას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი – ისჯება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით), წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიერ (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები – ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 10 წლამდე ვადით) და წამება, ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორი ან მეტი პირის მიმართ (144–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 17 წლამდე ვადით).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *