“ძალიან მიხარია, რომ ისევე, როგორც სხვა მინისტრებთან მიმართებაში, გააგრძელა ის ხაზი, როდესაც მინისტრებს ეკისრებათ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა თავის გუნდის შერჩევის, ეს არის აბსოლუტურად სწორი ხაზი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. აქედან გამომდინარე, თამარ სანიკიძემ უნდა შეარჩიოს თავისი გუნდი ისევე, როგორც მე მომეცა ამის საშუალება.”

 

მარგველაშვილის თქმით, დავით ზურაბიშვილი არავის გადაუყენებია პოსტიდან და ის, რაც მოხდა, არის ნორმალური პროცედურაა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. 

 

“როდესაც სამინისტროში იცვლება პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მასთან ერთად ავტომატურად თავისუფლდება ყველა მინისტრის მოადგილე. რა თქმა უნდა, ვდარდობ, რომ ბატონი დავითის პოლიტიკური ნიჭი და უნარი მრჩევლის სახით არ დაეხმარება ქალბატონ თამარს, იმიტომ, რომ შეთავაზება იყო მრჩევლობაზე, გამომდინარე იმ უნარებიდან, რომელიც ბატონ დავითს აქვს. თუ პრემიერ- მინისტრი არ ჩაერია ამ საქმეებში, თუ ბიძინა ივანიშვილმა მიანდო გუნდის ფორმირება ქალბატონ თამარს, რა უფლება მაქვს მე, ჩავერიო სამინისტროს კადრების ფორმირებაში. ჩვენ სწორედ თანამედროვე, დასავლურ პასუხისმგებლობაში ვზივართ, როდესაც მინისტრს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, მაღალი უფლებები, რომ შეარჩიოს თავისი გუნდი. არავის არავინ სამსახურიდან არ მოუხსნია,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, 26 ივლისს მე-9 არხის ეთერში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *