გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 25 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა.
“წელს მსურველებმა პირველად შეძლეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარება. მუსიკისა და სპორტის მასწავლებლობის მსურველმა აპლიკანტებმა კი მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს. საგნობრივი გამოცდის შინაარსობრივი ნაწილის ფორმატზე ცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან ერთად მუშაობს,”- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
