“დღეს შემოვიდა ანონიმური ზარი პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ. ამის შემდეგ პოლიციამ იმოქმედა დადგენილი წესით, პროცედურების დაცვით. მოხდა პარლამენტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. ადგილზე უკვე გასული არიან გამნაღმველები. მოგვიანებით გაცნობებთ შედეგებს,”- განუცხადა “ნეტგაზეთს” ნინო გიორგობიანმა.

 

შსს-ს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დეტექტივების სამმართველოს უფროსის სერგო ადეიშვილის თქმით, დღეს, 15:00 საათზე შევიდა პოლიციაში შეტყობინება, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა ბომბია:

 

“შეტყობინების მიღებისთანავე, პოლიციამ მოახდინა ადეკვატური რეაგირება, გამოძახებული იქნა სამაშველო ჯგუფი, გამოძახებულნი იქნენ გამნაღმველები, მოხდა შენობის ევაკუაცია. ამჟამად მიმდინარეობნს განაღმვითი სამუშაოები, საქმე აღძრულია ტერორიზმის შესახებ შეტყობინების მუხლით”, – აცხადებს ადეიშვილი.

 

 

 

ევაკუაცია პარლამენტში, 2013 წლის 26 ივლისი
ევაკუაცია პარლამენტში, 2013 წლის 26 ივლისი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *