“შემოსულია სიგნალი სამართალდამცავ სისტემაში. ასეთ დროს ქვეყანაში არის წესები. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, რომელიც ამ შენობის უსაფრთხოებას იცავს, გააანალიზა ეს ინფორმაცია, ალბათობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ მსგავს ვითარებაში მცირე რისკები არის გამოსარიცხი, ამიტომ დაიწყო წინასწარ შემუშავებული გეგმით შენობის ევაკუაცია. სულ მცირე ხანში პარლამენტის ყველა თანაშრომელი და წევრი დატოვებს შენობას. დღეს სხდომა ვეღარ განახლდება იმიტომ, რომ შემოწმების სამუშაოებს დაჭირდება რამდენიმე საათი,” – განაცხადა უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, ხვალ, 27 ივლისს, 16:00 საათზე განახლდება პარლამენტის სხდომა:


“მე დარწმუნებული ვარ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ასეთ სიტუაციაში სჯობს რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.“

ევაკუაცია პარლამენტში, 2013 წლის 26 ივლისი
ევაკუაცია პარლამენტში, 2013 წლის 26 ივლისი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *