მისი თქმით, პატრიარქსა და ასლან აბაშიძეს შორის შეხვედრა 25 ივლისს შედგა და აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ასევე, ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე და მეუფე დიმიტრი.
“მე კი წინა დღით მქონდა მასთან შეხვედრა, ძალიან თბილი და ემოციური. მისგან დალოცვა მივიღე ჩემი და ჩემი შვილების, ბედნიერი ვარ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დიანა აბაშიძემ.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები ფეისბუქში გამოაქვეყნა აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის ვაჟის, გიორგი აბაშიძის მეგობარმა გოჩა გუგუნავამ.
საქართველოს საპატრიარქში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, შედგა თუ არა მოსკოვში შეხვედრა პატრიარქსა და ასლან აბაშიძეს შორის და რა იყო მათი შეხვედრის მიზანი.
ილია მეორე უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით.



