ვიცეპრემიერის თანამდებობაზე კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს, მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატსა და განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს შეცვლის.
“სიურპრიზი იყო თქვენთვის? თვითონ გიორგისთვისაც [კვირიკაშვილი] სიურპრიზი იყო, ახლა ამ დილით მოვახერხე და გავაცანი”, – მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.
გარდა ამისა, ივანიშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე წარადგინა, რომელმაც პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:
“მე მინდოდა პირადად თქვენთვის მეთქვა ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეთ. მინდა იცოდეთ, რომ ყველანაირად მზად და მობილიზებული ვარ. ყველაფერი გადმოვიბარე ისე, როგორც ბატონმა გიორგიმ დატოვა და ამას ნაბიჯ–ნაბიჯ მივყვები”, – აღნიშნა სანიკიძემ.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 33 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის ერთ საკითხს გრიფი საიდუმლო ადევს.
