შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან: ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სასტუმრო „ელეგანტის“ დროებითი მფლობელი – (თურქეთის მოქალაქე ბურთან ე), ამავე სასტუმროს დირექტორი (გიორგი მ.) და ადმინისტრატორი – (ანასტასია ხ), ასევე, სასტუმროს თანამშრომელი – (თურქეთის მოქალაქე გუმუტ კ); ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ნინი“-ს მფლობელი (ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუდ ა); სასტუმრო „იქსის“ მფლობელი – (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ინგა ბ, რომელიც წარსულში იგივე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი). სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის დროებითი მფლობელი (ძაბული ვ.), რომელიც კაფე-ბარის მე-2 სართულზე მდებარე ოთახს პროსტიტუციისათვის აქირავებდა.

ასევე დაკავებულია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ტანია პ, რომელიც შსს-ს ცნობით, საკუთარ საცხოვრებელ ბინას პროსტიტუციაში ჩართულ პირებს ფულის სანაცვლოდ უთმობდა.

გამოძიების ფარგლებში აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 30-მდე ქალბატონი და ტანია პ-ს მეზობლები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ხუთივე ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

დაკავება ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით
დაკავება ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *