აქციის დროს დაკავებული მეორე მონაწილის მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.
გათავისუფლებული მერაბ გორგოძე სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. მან დელეგატებს კვერცხი ესროლა.
მერაბ გორგოძე “ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ვებ–გვერდზე დარეგისტრირებულია, როგორც საარჩევნო სუბიექტი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით. მერაბ გორგოძეს პარლამენტის მიერ, ასევე, მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
აქციის ფონზე გაიმართა გუშინდელი პრაიმერი ქალაქ ზუგდიდშიც. მონაწილეებმა დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ 12 პირი დააკავა, რომლებიც დღეს სასამართლომ ას– ასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
