ჯარიმის გადახდის ვადად აქციის მონაწილეებს 7 დღე განესაზღვრათ. გუშინ, 20 ივლისს ზუგდიდში  “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ისმოდა. 

 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 12 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა, რომლებიც სასამართლომ დღეს გაათავისუფლა. 

 

გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მე მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს. იცით,  რომ იქ დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი.  ძალიან არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი. იცით, რომ პოლიცია იცავდა და იცავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს იმისათვის, რომ არ დავუშვათ რაიმე ექსცესები და  ვუზრუნველყოთ ამ ადამიანების უსაფრთხოება, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ უსაფრთხოებას.  სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის მხრიდან დაფიქსირდა ძალადობა კონკრეტული ადამიანების მისამართით, მე ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილი და დასჯილი სამაგალითოდ. ჩვენ ვთქვით და ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა და იქნება სამაგალითო ნამდვილად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ  ნებისმიერ ძალადობას. და ყველა ის პიროვნება იქნება სამაგალითოდ და ძალიან მკაცრად დასჯილი კანონის შესაბამისად”.– განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *