“ცენტრალური საარჩევნო კომისიის” ვებ–გვერდზე მერაბ გორგაძე დარეგისტრირებულია, როგორც საარჩევნო სუბიექტი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით. მერაბ გორგაძეს პარლამენტის მიერ, ასევე, მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
“წაიყვანეს პრეზიდენტობის დარეგისტრირებული კანდიდატი მერაბ გორგაძე, რომელიც ჩვენთან ერთად ამ აქციის ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო . მოვითხოვთ, რომ გვაცნობონ სასწრაფოდ ადგილსამყოფელი” – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
დაკავებისას პოლიციამ მხოლოდ მოკლე კომენტარი გააკეთა. პოლიციელების განცხადებით, გორგაძემ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. ბათუმში აქცია “პატრიოტთა ალიანსის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციისს მონაწილეებმა პრაიმერის დელეგატებს კვერცხები დაუშინეს.
“ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერი ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” 3 საათზე დაიწყო. მონაწილები სასტუმროში სპეციალურად მათთვის გამოყოფილი გზით შევიდნენ.
