ამის შესახებ მედიას ერთ-ერთმა კანდიდატმა ემზარ გოგუაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, სხდომას 12 ადამიანი ესწრებოდა. ორმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. დარჩენილი 10 წევრიდან კი, 5-მა ემზარ გოგუაძეს (2009 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი), 5-მა კი, ნატალია დვალს (შპს “ბრიტანული სახლის” დირექტორი, “სამოქალაქო ინიციატივა” დამფუძნებელი, “New Vision Georgia”-ს წევრი) დაუჭირა მხარი. 

 

კიდევ ერთი წევრი, ბაკურ სულაკაური საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, მან კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

სამეურვეო საბჭოს მოქმედი ხელმძღვანელის, ლევან გახელაძის განმარტებით, საბჭოს ახალი თავმჯდომარე იმ ცხრა წევრიდან აირჩევა, რომლებიც ამ დროისათვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან და უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს არ ეწურებათ. 

ამ დროისათვის სამეურვეო საბჭოში 13 წევრია, მათ შორის თავმჯდომარესა და სამ წევრს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *