“ეს საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს. უბრალოდ, მომხდარიდან 8 წლის შემდგომ, როდესაც საქმეში რიგი დოკუმენტები არ იყო, ან თუ იყო, ჯეროვნად არ იყო შედგენილი, რთულდებდა გამოძიებისთვის დასახული ამოცანის შესრულება. გამოძიების ამ სტადიაზე არის პროგრესი, პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რა მოხდა, უკვე სიცხადეს იძენს. მე ეხლა ვერ ვიტყვი, რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით ზიანი არ მივაყენო საქმეს. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს ის პროგრესი, რაც ხორციელდება. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, თუ როდის იქნება ეს, რადგან არ მინდა შეცდომა დავუშვა, მინდა განვაცხადო, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს, რასთან გვაქვს საქმე, უბედურ შემთხვევასთან თუ რამე სხვასთან, ვინ არიან ისინი, ვინც ამისთვის პასუხისმგებლობას იმსახურებენ. მოკლედ, აი, ის კითხვები, რაც აწუხებს ყველას, ასევე გვაწუხებს ჩვენ და ეტაპობრივად მივდივართ ამ ამოცანის ამოსახსნელად,”- განაცხადა კბილაშვილმა.   

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *