შსს–ს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პირმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, მამუკა კომახიძეს და ზვიად ქათამაძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. 

 

“ბათუმის საქალაქო სამმართველოში ტბელ აბუსერიძის პირველ ნომერში მდებარე სილამაზის სალონიდან გამოძახება შევიდა. მოქალაქის განცხადებით, სალონში შესული იყო ახალგაზრდა პირი, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული სალონი წინა დღეს გაქურდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ინსპექტორ-გამომძიებლები კომახიძე და ქათამაძე გამოცხადნენ აღნიშნულ სალონში, ეჭვმიტანილმა მამუკა კომახიძეს ცივი იარაღით ერთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა, ხოლო ზვიად ქათამაძეს- ხელის არეში. პოლიციელებმა განახორციელეს დევნა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ეჭვმიტანილი წარსულში ქურდობისა და ძარცვის მცდელობისათვისაა ნასამართლევი”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შსს–ს ინფორმაციით, დაჭრილი სამართალდამცველები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გაწერილია სამკურნალო დაწესებულებიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *