განცხადების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში, მძღოლების მოსასვენებელ შენობაში, ე. წ. ტირ პარკში დროებით მფლობელობაში ფართი ჰქონდა, სადაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდა.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლს სამართლის კოდექსის 54-ე მუხლით).

საქართველოს კანონმდებლობით პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიციის პრეროგატივაა. თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვდა გონიოს მოსახლეობა მათ სოფელში არალეგალური ბორდელების დახურვას, თუმცა შსს-მ მხოლოდ 2012 წლის 16 დეკემბერს დააკავა ხუთი პირი გონიოში პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით.

ასეთივე შემართებით დაიწყეს არალეგალური ბორდელების წინააღმდეგ ბრძოლა წინამორბედი მთავრობის წარმომადგენლებმაც მაშინ, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ: საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკამერების წინ განახორციელა სპეცოპერაცია ხაშურში არსებულ არალეგალურ ბორდელებში, თუმცა ამის შედეგად ანალოგიური დაწესებულებების საქმიანობა არ შეწყვეტილა საქართველოში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *