ადგილზე ერთდროულად 18 ერთეული სახანძრო- სამაშველო მანქანა მუშაობდა.
როგორც აკვაპარკის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, ცეცხლი ძალიან სწრაფად გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განმარტებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები იკვლევენ. უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობაც.
“ტეროტორია ძალიან დიდია. აქ არის ცალკეული შენობა-ნაგებობები. როდესაც პირველი მანქანა მოვიდა, უკვე მთლიანად ხუთივე შენობა-ნაგებობა იწვოდა. ისინი ძალიან დიდ მანძილებზეა დაშორებული და ერთდროულად ამხელა მანძილზე არ უნდა ყოფილიყო ასეთი დიდი ხანძარი, ვინაიდან ძალიან ძნელია, ერთმანეთზე გადადება ასე ადვილად მომხდარიყო,”- ამბობს გიორგაძე.
აკვაპარკში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე გავრცელდა.
