“აქამდე 13 ათასამდე იყო, ახალი მონაცემებით, როგორც გვითხრეს, 17 ათასამდე ავიდა. თუმცა, სად იყო ეს ახალი მასალები აღმოჩენილი, ჩემთვის უცნობია,”- განუცხადა ტუღუშმა ნეტგაზეთს. 

 

აღნიშნულ საკითხზე ტუღუში დღეს, 15 ივლისს პრესკონფერენციას მართავს. 

 

ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. კომისიას შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *