“ვერ ვხედავ ზეწოლის ნიშნებს, ვფიქრობ, რომ ეს მოსამართლის კარგად გააზრებული გადაწყვეტილებაა და თუ რაიმე საკითხი დარჩენილია მოსამართლის მხრიდან შეფასების გარეშე, ეს სესაძლებელია გაირკვეს მხოლოდ და მხოლოდ ზემდგომ ინსტანციაში, ეს პროცესი დაიწყება მას შემდეგ, რაც მოსამართლე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გადასცემს მხარეებს”.–განაცხადა კუბლაშვილმა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 12 ივლისს დამნაშავედ სცნო და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.

 

თენგიზ გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) ჰქონდა წაყენებული. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, სასამართლომ გუნავა უდანაშაულოდ ცნო 333–ე მუხლის მიხედვით წაყენებულ ბრალდებაში. თენგიზ გუნავა აღნიშნულ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებს.

 

პროკურატურა თენგიზ გუნავას ედავებოდა მისი მძღოლის დაჭრას, 3 000 ლიტრი საწვავის ტალონების გაფლანგვას და 49 500 ლარის მითვისებას. სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ 49 500 ლარისა და 3 000 ლიტრი საწვავის მითვისებაში ცნო.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. მისი თქმით, ყველასთავის ცნობილია, რომ ახალი ხელისუფლება უკვე კარგახანია დევნის თენგიზ გუნავას:

 

“მას ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკები, განიცდიდა სხვადასხვა სახის, მათ შორის სასამართლო ზეწოლას. თუმცა დღემდე მას ვერაფერი დაუმტკიცეს. მე სწორედ გუშინ ვესაუბრე თენგიზს და მის ადვოკატს. გსმოვიკითხე საქმის დეტალები. ვიყავი სრულიად დარწმუნებული, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გუნავას დაპატიმრების უმცირესი საფუძველიც კი. ერთ ეპიზიდში, სადაც საუბარია საწვავის ხარჯის შესახებ, მის  წინააღმდეგ არგუმენტი საერთოდ არ არსებობს, ამაში შეუძლია დარწმუნდეს ყვლას, ვინც გაეცნობა საქმის დეტალებს.”

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *