ადმინისტრაციული წესით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ონიანმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან სასამართლოს წარუდგინა ყველა ის მტკიცებულება, რაც ბრალდებულთა უდანაშაულობას ამტკიცებს. 

 

“ბრალის წარდგენის შემდგომ მოსამართლემ პოლიციელებს შესთავაზა უკან გაეწვიათ შუამდგომლობა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ 9 ივლისს, 16 საათამდე შეძლებდნენ რამე მტკიცებულების წარმოდგენას”, – განაცხადა გიორგი ონიანმა. მისივე ინფორმაციით, მოსამართლემ ამის შემდგომ მიიღო სასამართლო პროცესის გადადების გადაწყვეტილება. 

 

7 ივლისს “დინამო არენაზე”  თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის პარალელურად სტადიონის გასასვლელთან აქციას მართავდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” წარმოამდგენლები, მათი პროტესტი თამაშზე რუსეთის დუმის წარმომადგენლების ყოფნამ გამოიწვია.  სამართალდამცველებმა სწორედ ამ ორგანიზაციის 3 წარმომადგენელი- ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია დააკავეს. ისინი ამ დროისათვის გათავისუფლებულები არიან, შსს მათთვის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *