“მე ციხე მქონდა მოსჯილი ექვსი წელი დაუსწრებლად და ვინც ეს გააკეთა, ეს ადამიანები იყვნენ ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, დათა ახალაია და მისი ძმა ბაჩო ახალაია, ახლა ვის უნდა მივმართო, ეს კაცი ციხეშია უკვე მკვლელობაზე და ტყეებზე ხომ არ ვუჩივლებ? ისედაც ადამიანები ყავს დახოცილი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბიძინა გიორგობიანმა.

 

ბაჩო ახალაიას ბრალი წაყენებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილთ და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე, 144 პრიმა მუხლით, რაც წამებას გულისხმობს.

 

გიორგობიანმა საქართველო 2005 წელს დატოვა. 2007 წელს კი დაუსწრებლად შეეფარდა 6-წლიანი პატიმრობა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ბიძინა გიორგობიანი თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევდა, ის საქართველოში 2013 წლის დასაწყისში დაბრუნდა და 8 წლის შემდეგ კვლავ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს დაუბრუნდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *