როგორც საკრებულოს წევრები აცხადებე, შეხვედრა გაცნობით ხასაითს ატარებდა.
ფრაქცია “ართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის თქმით, კადრები კვალიფიციურები არიან:
“ყველა მათგანი არის გამოცდილი და პროფესონალი. ეს დაეტყობა ქალაქს. ბევრ სამსახურში არის პრობლემა, იმიტომ რომ თანხები ბევრად ემტია გახარჯული, ვიდრე შეიძლებოდა გახარჯვა. ბევრ სამსახურს ჭირდება საკრებულოს მხარდაჭერა. შეხვედრა იყო გაცნობითი და დავსახეთ სამომავლოდ როგორი ფორმებით შეიძლება ვიმუშაოთ.”
“მოხდა ჩვენი წარდგენა საკრებულოს წინაშე. ეს მხოლდო გაცნობა იყო. მივდივართ სამსახურებში, ცოტა ჩავიხედავთ სიღრმისეულად და ალბათ მომავალში უფრო მეტი სალაპარაკო გვექნება,” ამბობს ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, თემურ ნადირაძე.
ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა, საზოგადოებას ვიცე–მერის მოვალეობის შემსრულებლები და მერიის 18 სამსახურის უფროსების მოვალეობის შემსრულებლები, 6 ივლისს წარუდგინა.
