განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
7 ივლისს “დინამო არენაზე” თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. რომელიც ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის პარალელურად სტადიონის გასასვლელთან აქციას მართავდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის “თავისუფალი ზონის” წარმოამდგენლები, მათი პროტესტი თამაშზე რუსეთის დუმის წარმომადგენლების ყოფნამ გამოიწვია. სამართალდამცველებმა სწორედ ამ ორგანიზაციის 3 წარმომადგენელი- ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია დააკავეს.
ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სასამართლო დაკავებულ პირების სასჯელის შესახებ ხვალ იმსჯელებს, ამ დროისთვის კი ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
ფოტო: გოგა ხაჩიძე

