თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის გარდაცვლილი მამაკაცია ნაპოვნი, რომელმაც, ოჯახისა და ახლობლების მტკიცებით, თვითმკველობა ჩაიდინა.

 

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი გარდაცვლილის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება, წინა დღეს მთავარ სამმართველოში მას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

 

“როგორც ვიცი, ის სცემეს, იატაკზე დაგდებულს სცემეს და ხელი მოაწერინეს რაღაცას მეგობრის წინააღმდეგ.  მერე დაურეკა ოჯახს და მეგობარს და უთხრა, თვითმკვლელობა ვცადე, წყალში შეცვურე, თუმცა, გადავრჩი, მაგრამ ახლა თოკი ვიყიდე და უნდა ჩამოვიხრჩო თავიო,”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. 

 

როგორც რუსთავი 2-თან საუბარში შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, აღნიშნული პიროვნება ნამდვილად დაიკითხა მოწმის სახით ნარკოდანაშაულის საკითხზე.


“თუმცა დაკითხვის შემდეგ ის სახლში გაუშვეს და მას წინასწარვე განემარტა, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაუშვებდნენ. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, საქმე 115 მუხლით არის აღძრული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან რაიმე ზეწოლა მის მიმართ არ დასტურდება,”- განაცხადა გიორგობიანმა. 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *