“დღეს ბორჯომში ჩვენი პრეზენტაცია შედგა ჩვენი გეგმების. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სიმბოლური ადგილია, სადაც უმსაგავსობას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. აქედან მივმართეთ ქართულ საზოგადოებას, და ვაუწყეთ, რომ სამოქალაქო მოძრაობას ვიწყებთ, რომლის შედეგადაც უნდა გაიწმინდოს სასამართლო იმ პერსონაჟებისგან, ვისაც უკანონობა აქვს ჩადენილი, ვინც მასხრად იგდებდა სამართალს და ვინც მწამებლებს ხელს აფარებს. გამოვიყენებთ ყველა კანონიერ ფორმას, ჩვენი ბრძოლა იქნება სამართლიანი, მოვითხოვთ, რომ გამომზეურდეს ის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა გამოძიებაში, ვთხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტებს, იურისტებს, რომ შეფასდეს ეს საქმე, რამდენად სამართლიანი იყო ის განაჩენი, რომელიც დადგა. ის გრძნობა მაქვს, რომ ამ ყველაფრის შედეგად ბატონი კუბლაშვილი პასუხს აგებს ქართული საზოგადოებისა და სამართლის წინაშე,”- განუცხადა გოგა ხაინდრავამ ნეტგაზეთს. 


ფოტო/sknews.ge
ფოტო/sknews.ge


საპროტესტო აქციები ბორჯომში 4 ივლისს დაიწყო.

 

ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი და ამავე პოლიციის ყოფილი ოთხი თანამშრომელი ახალმა მთავრობამ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება ირწმუნება, რომ მამუკა ხვედელიანმა და მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა 2009 წელს ერთ-ერთი მამაკაცი სცემეს, შეუარცხყვეს, სკამის ფეხით გააუპატიურეს და ფოტოები გადაუღეს.

 

სასამართლომ დაკავებულებს ეს ბრალდება არ დაუდასტურა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *