“წინა კვირაში მიღებული და გაჟღერებული იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა შემდგარიყო პრემიერ- მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციის, ამ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობით და მხარეებმა ამასთან დაკავშირებით თანხმობა გამოხატეს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე ვაპირებ ამ შეხვედრაზე დავაყენო ყველა ის საკითხი, რაც ჩემი შეფასებით და ჩვენი შეფასებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, და ჩვენთვის, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალისთვის. მე ასევე ველი, რომ პრემიერის მხრიდან და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დაყენებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც მათი შეფასებით მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციზე. 


მისივე თქმით, დღევანდელ სიტუაციაში და პოლიტიკურ რეალობაში, როდესაც მხარეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად ძალიან მწვავდება, დიალოგი არ არის ადვილი საწარმოებელი.


“მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მიყოყმანია, ვფიქრობ, აუცილებელია დიალოგი და კომუნიკაცია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ვინაიდან ეს არის პირობა იმის, რომ საზოგადოება იქნება დამშვიდებული, რომ ქვეყანა წავა წინ, რომ იქნება ქვეყანაში სტაბილურობა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და კონკრეტული პოზიტიური შედეგით დასრულდება,”- განაცხადა ბაქრაძემ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *