“სამართალდამცველებმა წალენჯიხაში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ეზოს დათვალიერებისას 35 ძირი კანაფი ამოიღეს. ექპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 9 კილო და 208 გრ „მარიხუანას“ შემცველი ნედლი კანაფი და 2,26 გრ გამომშრალი „მარიხუანა“.”
როგორც შსს-ში აცხადებენ, ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ მოქალაქე დაკავების მომენტში „მარიხუანას“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს.
