ეს განცხადება პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც ქართული გამოგონებების შესახებ საუბრობდა:
“როცა დაგვჭირდა სამხედრო ტექნიკის წარმოება, ჩვენ გამოუშვით არა მხოლოდ ,,დიდგორი”– ჯავშანტრანსპორტიორი, და არა მხოლოდ ,,ლაზიკა” – მსუბუქი ქვეითთა მანქანა, არამედ ძალიან რთული ტექნოლოგიის უპილოტო საფრენი აპარატი. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიყიდეთ ისრაელიდან უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან საეჭვო გარემოებებში მათი კოდი გახდა ცნობილი მოწინააღმდეგისთვის, რომელთაც ის ჩამოგვიყარეს. მერე მივხდით, რომ არავიზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და შევქმენით ჩვენი აპარატი, ჩვენით გამოვცადეთ და ძალიან ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, რომ არავიზე არ ვიყოთ დამოკიდებული და საკუთარი ხელით ვაკეთოთ ბევრი რაღაც,” – განაცხადა სააკაშვილმა.
