საბოლოოდ, როგორც ირკვევა, ლოცვამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა მას ადგილობრივი მოსახლეობა არ დაესწრო. 

 

“ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. წინა პარასკევსაც არ მისცეს ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა ლოცვის უფლება,”- ამბობს ტარიელ ნაკაიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.

 

მისივე თქმით, დღევანდელ ტრადიციულ ლოცვას მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრო, ისინი მუსლიმთა სამმართველოსა და საქართველოს მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები იყვნენ. მხარდაჭერიის გამოსახატად მუსლიმთა ლოცვას სამთაწყაროში ბაპტისტური ეკლესიის წინაღმძღვარი მალხაზ სონღულაშვილიც დაესწრო. 

 

ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღესვე სოფლის მუსლიმ და არამუსლიმ მოსახლეობასაც შეხვდნენ. ის იმედოვნებს, რომ შემდეგ კვირებშიც გაგრძელდება მონიტორინგი და ხელის შეშლის ფაქტები აღარ იქნება.

 

დღეს სამთაწყაროში მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *