“ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა გამოცდა პროტესტის ნიშნად დატოვა. უარი თქვა ყველა აუცილებელი პროცედურის დაცვაზე. მიზეზი: რეგისტრაციით სექტორში მისი მაგიდის ნომერი აღმოჩნდა ციფრი 6. მერე მარცხნიდან და მარჯვნიდან რაღაც ჩვენთვის გაუგებარი არითმეტიკით გადათვალა, გამოიყვანა ციფრი 6 და ჩათვალა, რომ გამოცდები ღვთისგან კურთხეული არ არის, შეგვრისხა და დაგვტოვა. გვეუბნებოდა, რომ მთელ ცხოვრება ვარ ეკლესიის მსახური და მე 6 ნომერ მაგიდასთან არ დავჯდები,”- ამბობს ზეინაბ ხაჩიძე. 

 

მისივე თქმით, პედაგოგმა გამოცდის დატოვების დროს ყველა აუცილებლად გასავლელ პროცედურაზეც უარი თქვა. 

 

“როდესაც ტოვებდა გამოცდას, ხელი უნდა მოეწერა. ასე ხდება აბიტურიენტების გამოცდების შემთხვევაშიც. ეს აუცილებელი პროცედურაა, რომელიც მან არ გაიარა.”

 

აღნიშნულ ინფორმაცია უკვე აცნობეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *