ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება იქნება მკაცრი რელიგიური უმცირესობების დაცვის დროს.

 

“გეგმა გვაქვს ესეთი, რომ საქართველოში იყოს და ბატონობდეს მხოლოდ სამართალი. ჩვენი კონსტიტუციით, ყველა რელიგიურ უმცირესობას აქვს უფლება, რომ მათ ჩაატარონ პროცესი და აღასრულონ ლოცვა. მინდა დავარწმუნო საზოგადოება და პირველ რიგში მე მივმართავ სამთაწყაროს მოსახლეობას, კეთილი ინებონ და დაიცვან კანონიერება. ჩვენ ვცდილობთ იქ მოლაპარაკების გზით, და ეს, ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა, რომ ორივე მხარე დავარწმუნოთ, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას, აღასრულონ თავისი რელიგიური მრწამსი. და თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, ჩვენ გამოვიყენებთ კანონს მთელი სიმკაცრით. ეს რაც შეეხება კონკრეტულ რეგიონს და იქ პროცესები ძალიან გართულდა. ამ მხრივ, სპეციალურ რამეს არ ვაკეთებთ, გარდა იმისა, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს. ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს არის 9- წლიანი მმართველობის გადმონაშთი და ხელოვნურად ინსპირირებული. ხელოვნურად ხდებოდა ამის მიჩქმალვა და მიჯირყვნა, ამან თავი წამოყო დღეს. მეჩეთის აშენება და რელიგიური მრწამსის აღსრულება არ იყო საქართველოში პრობლემა არასდროს. იქნება მსგავსი გამოვლინებები, მაგრამ ვფიქრობ ადვილად გავართმევთ ამას თავს. ჩემი აზრით, დროში ეს ძალიან იოლად დალაგდება. თუმცა ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრნი და ძალიან აქტიურად დავიცავთ ყველა ტიპის რელიგიურ უმცირესობას,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *