„ირანი საკმაოდ სერიოზულ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც სამრეწველო, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც რეგიონში, ისე – მსოფლიოში. ამ ქვეყანასთან თანამშომლობაზე უარის თქმა საზიანო იქნება სხვებისათვის. გარდა ამისა, კერძო სექტორი არ ერევა პოლიტიკაში. იგივე დასავლეთის ქვეყნებში გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ ირანს. ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ მათვისვე საზიანო იქნება ირანთან თანამშრომლობაზე უარის თქმა,“– განაცხადა სეიტ ბაბაიმ.
მისი თქმით, ირანთან დაკავირებით პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს.

ბაბაი ირანელი ბიზნესმენების 87 -კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობს.
საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიას“ მე–3 პავილიონში ირანის საელჩოს ეგიდით საქართველო–ირანის ეკონომიკურ- სამრეწველო თანამშრომლობის კონფერენცია 2013 წლის 2 ივლისს გაიმართა. კონფერენცია, რომელიც 3 ივლისს დასრულდება, ირანის საელჩოს წარმოამდგენლები და საქართველოს პარლემენტის წევრები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალეძე ესწრებოდნენ.
საქართველოში ირანის ელჩი თალბი ფარი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნიშნა, რომ არ სურს, მისი განცხადებები საზოგადოების მხრიდან პოლიტიკურ შეფასებად იქნას აღქმული:
„საქართველოში ირანის კერძო სექტორიდან ბევრი ინიციატივა შემოდის. ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯია“ ირანელი ბიზნესმემების მიერ არის დაარსებული, საქართველოში საქმიანობს ირანული ბანკიც. გამომდინარე გეოპოლიტიკური ინტერესებიდან, საქართველოში პოზიციების გამყარებას ბევრი ქვეყანა ცდილობდა. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა ენერგომატარებლების სატრანზიტოდ. საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ აქტივობები დაიწყონ ირანულმა კომპანიებმა. აქ არის დიდი კონკურენცია და მარტივია ფირმების რეგისტრაცია.“
ირანელი ბიზნესმენების წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობს „ფასპლიუს 1“–ის დამფუძნებელი და დირექტორი ნაზი ალასანია. მისი თქმით, იმ მეწარმეების ანგარიშები გაიყინა, რომლებსაც საქართველოში არაკეთილსინდისიერი ბიზნესი ჰქონდათ:
„ირანელებთან 23 წელია ვმუშაობ. პარტნიორები არ შემიცვლია. რომელი ირანელიც ჩამოდის და მუშაობს, ნორმალურად პრობლემა არ შექმნიათ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით. ბევრმა ირანულომა კომპანიამ გახსნა ფირმა. ფირმის გახსნა 200 ლარი ღირს, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია, ის ფულის შოვნის იოლ ხერხს ეძებს. ამ შემთხვევაში სამართლიანია, რომ მათი ანგარიშები გაიყინოს.“
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ნებისმიერი ანგარიშის გაყინვას თავისი საფუძველი აქვს:
„ამით ურთიერთობა არ გართულდება. ნებისმიერი ანგარიშის გაჩერებას თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს. ჩვენ მზად ვართ და ირანელებიც გახსნილები არიან, რომ კეთილსინდისიერი ბიზნეს-თანამშრომლობა შედგეს”.
პარლამენტის წევრის გოგი თოფაძის განცხადებით, ქართველ და ირანელ ბიზნესს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გააქტიურდა და ანგარიშების გაყინვის პროცედურა ამ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლის:
„ირან–საქართველოს შორის ეკონომიკური კონფერენცია ბევრ ახალ პროექტს დაუდებს საფუძველს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა. ირანელი ბიზნესმენები გვთავაზობენ სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენას დაბალ ფასში. ჩვენ შევთანხმდით, გამოვუყოფთ ფართს და მოხდება პრეზენტაცია, და საქართველოს ფერმერები შეფასებენ ამ ტექნიკის შესაძლებლობებს. დღეს საქართველოს სოფლის მეურნება მშპ–ის 7–8 პროცენტია. ადრე ეს მაჩვენებელი 65 პროცენტი იყო.“
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 ივნისს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, საქართველოში სულ უფრო იზრდება ირანელების ინვესტიცია. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილია 150 მცირე თუ საშუალო კომპანია, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით.
აღნიშნული სტატიის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს.
„როგორც კი გაეროდან რეზოლუციის სახით შემოდის ეს სიები, თუ აღმოჩნდა, რომ ამ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აქვთ ჩვენთან საბანკო ანგარიშები, ეს ანგარიშები მოსამართლის გადაწყვეტილებით იყინება”, – განაცხადა წულუკიანმა.
ბირთვულ იარაღის წარმოების გამო გაერომ ირანს სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა, საბანკო ანგარიშები გაეყინა იმ ფიზიკური და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვულ იარაღის წარმოებასთან ირანში. 2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ ამავე საკითხზე კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის.
გაეროს უშიშროების საბჭომ 2013 წლის 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2014 წლის 9 ივლისამდე გახანგრძლივდა მანდატი ექსპერტთა ჯგუფისა, რომელიც ირანისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვას აკვირდება.
