თამილა ქუთათელაძემ დღეს, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული მოთხოვნით სარჩელი უკვე

თამილა ქუთათელაძე
თამილა ქუთათელაძე

შეიტანა.

 

თამილა ქუთათელაძე 2011 წლის 5 ივლისს დააკავეს თაღლითობის ბრალდებით და მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ამავე საქმეზე დაკავებულმა ორმა პირმა კი მაშინ ბრალი აღიარა.

 

როგორც ქუთათელაძე ამბობს, ის შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს და მხოლოდ სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა 2013 წლის იანვარში დარბაზიდან, მას შემდეგ, რაც საქმის პროკურორი გამოიცვალა, რომელმაც განაცხადა, რომ ქუთათელაძის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იყო.

 

ადვოკატი თამილა ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ ის უკანონოდ დააკავეს და ციხეშიც უსაფუძვლოდ გაატარა 1 წელი და 7 თვე, რის გამოზ ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. მისივე განცხადებით, 5 მილიონის მიღების შემთხვევაში ამ თანხას ქველმოქმედებას, მედიისა და ადვოკატთა ასოციაციის განვითარებას მოახმარს.

 

თამილა ქუთათელაძეს საჩივარი უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ასევე გაგზავნილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *