“ბუნებრივია, მე, ისევე როგორც თითოეული ჩემი კოლეგა, დაინტერესებულია გაირკვეს სიმართლე. სწორედ ამ კუთხით ვაფასებ დღევანდელ გადაწყვეტილებას, როგორც სამართლებრივ მაქინაციას. ეს რაც მოხდა, სამწუხაროდ, იყო მოსალოდნელი. არანაირი საფუძველი იმისა, რომ დღეს ჩვენ რუსთავის სასამართლოში ვყოფილიყავით, არ იყო. როგორც ჩანს, პროკურატურის მხრიდან იყო გარკვეული ზეწოლა. მე ღრმად ვერ შევალ ამ საკითხში, მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ამის საფუძვლიანი ეჭვი არსებობს. ის ფაქტი, რომ სასამართლომ გვერდი ვერ აუარა 27 ივნისის დილის უკანონო დაკავებას, მოწმობს იმას, რომ პროკურატურა ვალდებული იქნეება დაიწყოს გამძიება 20 პირის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება  და მთლიანად რა პროცესებიც განვითარდა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ მთავრობას არაფერში არ ანაღვლებს და არც აწყობს ობიექტურ, სამართლიან, შეჯიბრობითობაზე დაფუძნებულ სიტუაციაში სიმართლის დადგენა”.

 

მერიის ხუთ მაღალჩინოსანს, რუსთავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. დღეს, 30 ივნისს რუსთავის რაიონულმა სასამართლომ მერიის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით ორ ეპიზოდად იმსჯელა.

 

პირველი პროცესის შედეგად მოსამართლემ უკანონოდ სცნო  მაღალჩინოსნების დაკავება და ისინი გაათავისუფლა. შემდეგ პროცესი განახლდა,  რომელზეც სასამართლომ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, რომელიც, ბრალის მიხედვით, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას უკავშირდება.

 

მერიის დაკავებული ოთხ  მაღალჩინოსანს – დავით ალავიძეს, დავით ავალიანს, ალექსი თაბუაშვილს, დიმიტრი ჩხეიძეს და ასევე  მიმალვაში მყოფ გიორგი საბანაძეს ბრალად  ედებათ საბუჯეტო სახსრების 48  930 822 ლარის გაფლანგვა 182–ე მუხლის მეორე და  მესამე ნაწილით, რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი მათ გუშინ, 29 ივნისს ოფიციალურად წარუდგინეს.  

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *