” გუშინ საღამოს დამირეკეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან და დღეს მოსვლა მთხოვეს. საკითხი არ უთქვამთ. დაბარებული ვარ მოწმის სახით. ადრეც ვიყავი დაბარებული “თბილსერვის ჯგუფთან” და ‘თბილისის განვითარების” ფონდთან დაკავშირებით”.– განაცხადა მან. 

 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი ერთ–ერთი მათგანია იმ პირთაგან, რომელიც 27 ივნისს მერიის 22 თანამშრომელთან ერთად დააკავეს და რამდენიმე საათში გაუშვეს. 

 

დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული 23 პირიდან მოგვიანებით 4 მათგანი- დავით ალავიძე, დავით ავალიანი, ალექსი თაბუაშვილი და დიმიტრი ჩხეიძე- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კვლავ დააკავა.  თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი საბანაძეს კი  ბრალი წარედგინა. საბანაძე მიმალვაშია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *