“ექსპერტიზა რომ დასრულდება, შემდეგ გახდება ცნობილი, ფედერაციის შენობას ტყვია ესროლეს თუ რაიმე სხვა საგანი, ამ დროისთვის ეს დადგენილი არაა. საქმე 187–ე მუხლით არის აღძრული სხვისი ნივთის დაზიანება- განადგურებისთვის”, – განაცხადა შსს–ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

 

ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, შსს–ს ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. საგანმა, რომელიც შენობას მოხვდა, ერთ–ერთი ოთახის ფანჯარა დააზიანა, რის შემდეგაც თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

 

ფეხბურთის ფედერაციის შენობა
ფეხბურთის ფედერაციის შენობა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *