მოგვიანებით, ამ საკითხზე სასამართლოში განცხადება გააკეთა სპიკერმა მოსამართლემ ეკა არეშეიძემ, რომელმაც ბედუკაძის საქმის დეტალები განმარტა. მისი თქმით, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და ბედუკაძეს შორის ადვოკატის მონაწილეობით გაფორმებული იყო საპროცესო შეთანხმება განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ კბილაშვილმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ “რადგან ბედუკაძემ განსაკუთრებულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის გაეთავისუფლებინათ” და აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს, ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელმაც გაავრცელა გასული წლის სექტემბერში ციხეებში წამების ამსახველი ვიდეომასალები, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ადამიანის წამების მუხლით. ბედუკაძე ბელგიიდან საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ დაბრუნდა, 2013 წლის 18 იანვარს, ის მაშინვე დააპატიმრეს, რადგან დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
ლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გადაიღო გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა. მისივე თქმით, პატიმრების წამება ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.

