შეხვედრის ინიციატორი მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არიან.

 

ღონისძიებას ევროპის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის 20–ზე მეტი ქვეყნის 100–მდე წარმომადგენელი ესწრება.

 

შეხვედრაზე განიხილავენ, როგორ იყენებენ მთავრობები ონლაინ ინფორმაციის და მომსახურების მექანიზმებს.

 

შეხვედრის მიზანია ბიზნესის წარმოების ხარჯების შემცირება, გამჭვირვალეობის ამაღლება და სახელმწიფო სერვისებთან წვდომის გაუმჯობესება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის:

 

“ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი ცოდნის საფუძველზე რეგიონის მთავრობების დახმარებას, რათა მათ უკეთ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესისთვის შედარებით უფრო გამჭვირვალე და ეფექტინანი მარეგულირებელი გარემოს შესაქმნელად”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის რეგიონულმა მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ლისა კესტნერმა.

 

ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სპეციალისტები ესწრებიან.

შეხვედრა, რომელიც 4–6 ივნისს თბილისში იმართება, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *