ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,


“რუსეთის მხარე თავს არ მიიჩნევს არც მონაწილედ, არც ავტორად, არც დამნაშავედ ამ მოვლენების განვითარებაში. ისინი ხვდებიან, რომ ოფიციალურად ასეთი პასუხის გაცემა ნამდვილად უხერხული იქნება. მე არც ველოდები, რომ საპროტესტო ნოტაზე პასუხის გაგვცემენ. პასუხი იქნებოდა პრობლემის საფუძვლის მოსპობა და სიტუაციიის გამოსწორება და არა განმარტებების მიცემა. ამდენად, ამას ხვდებიან და არჩევენ პრესის საშუალებით თავის მართლების პოლიტიკას, თუმცა ყველასთვის ნათელია, სად არის ძირითადი მიზეზი და სად უნდა ვეძებოთ საკითხის მოგვარება, რასაც მეტნაკლებად ვცდილობთ და იმედი გვაქვს, რომ შედეგს მივაღწევთ. თუმცა გასაგებია, როდესაც ისეთ პარტნიორთან გაქვს საქმე, როგორიც რუსეთი ფედერაციაა, რაიმე მყისიერი და ნებაყოფლობითი კეთილი ნაბიჯების გადაგმის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს”, – განაცხადა ჯალაღანიამ.

 

რაც შეეხება დაკავებულების მდგომარეობას, ჯალაღანიას თქმით, მათი გათავისუფლების კუთხით რაიმე დამაიმედებელი ინფორმაცია ჯერ არ აქვს:“ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების ძალისხმევისა, თუმცა ჯერჯერობით რაიმე შემხვედრი ნაბიჯი არ განხორციელებულა”.  

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *