ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ჟან-კლოდ მინიონთან პრემიერის რეზიდენციაში გაიმართა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩზე მიიწვია.
“მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო, როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ასევე სამომავლო გეგმებს,”- ნათქვამია განცხადებაში.


