ოპერის მომრერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ადასტურებს. ვინაიდან სოტკილავა ოჯახთან ერთად რუსეთში ცხოვრობს, ჯერჯერობით უცნობია, სად დაკრძალავენ მას.

სოტკილავა 1965-1974 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1974 წლიდან კი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა. 1975 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგიც.

მისი შესრულებული პარტიებია – აბესალომი (ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის “მთვარის მოტაცება”), ვოდემონი(პ. ჩაიკოვსკის “იოლანტა”), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი(ჯ. ვერდის “ტრუბადური”, “ოტელო”, “ბალ-მასკარადი”, “აიდა”, “რიგოლეტო”), ხოზე (ბიზეს “კარმენი”), კავაროდოსი პუჩინის “ტოსკა”), ედგარი(დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმური”), ინდოელი სტუმარი(რიმსკი-კორსაკოვის “სადკო”) და სხვა.

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები და პრემიები:

[checklist]

  • 2008 – პრემია “ოვაცია”
  • 1998 – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 – ღირსების ორდენი
  • 1983 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1979 – სსრკ სახალხო არტისტი
  • 1976 – შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1973 – საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, I პრემია და “გრან-პრი”, ( IV საერთაშორისო კონკური, ბარსელონა)
  • 1968 – ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი(სოფია), მთავარი პრიზი “ოქროს ორფეოსი

[/checklist]

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *