მისი თქმით, ამით ამ ადამიანების კონსტიტუციური უფლება შეილახა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ აქციაზე, აკვირდებოდნენ განვითარებულ მოვლენებს და მოგვიანებით სახალხო დამცველი განცხადების გავრცელებასაც აპირებს.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, იყო თუ არა სამართალდამცველების ქმედება დღეს ადეკვატური, ნანუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხს შესწავლა ესაჭიროება, რადგან არსებობს ძალიან ბევრი ინფორმავია. თუმცა, მისივე თქმით, დამდგარი ფაქტია, რომ სამართალდამცველებმა კორდონების შენარჩუნება ვერ შეძლეს.
ნანუაშვილი გმობს აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს და პოლიციას მოუწოდებს, რომ ყველაფერი ადეკვატურად იქნას გამოძიებული.
