“მე მგონი, რომ ლოგიკურად განვითარდა, 80–60 და 40- უხეშად ასე ავიღეთ. თბილისში კარგი კონკურენცია იყო დამოუკიდებელი დეპუტატების და ყველამ წაიღო “ქართული ოცნებიდან”, ნორმალურია, რაც მთავარია ჩატარდა წყნარად, კულტურულად, ყოველგვარი ანგაჟირების გარეშე. ძალაინ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას, ანარეკლია წინა არჩევნების. ანარეკლია იმის, რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა. საპრეზიდენტო არჩევნებიც ასეთი წყნარი იქნება, ოღონდაც სხვაობა [პროცენტული] ძალიან დიდი იქნება მონაწილეებს შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი 10%–საც ვერ მიიღებს ჩემი გადმოსახედიდან”.–განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის შუალედურ არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაძალადევის #9 ოლქში 39.48%-ით კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ კორძაია ლიდერობს. მეორე ადგილზეა ხმების 17.26%-ით კახა კუკავა, მესამე პოზიციას იკავებს პაპუნა დავითაია– 15.11%, მას მოსდევს ხმების 12.95 %–ით იოსებ მანჯავიძე, ხმების 11.46% მიიღო ზვიად ჩიტაშვილმა, ხმების 3.14% მიიღო გიორგი გუგავამ.
