“მე მგონი, რომ თქვენ გაქვთ ისევ ცალმხრივი ინფორმაცია, ისევ ახერხებს ოპოზიცია, სიცრუე გაავრცელოს ევროპაში”, – უპასუხა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშრებით მთავრობამ 99%-ით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა და მომავალშიც გაითვალისწინებს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმას ეთანხმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:
“ერთადერთი კაცი, ვინც არ ეთანხმება, არის სააკაშვილი და ცდილობს ვეტო დაადოს ამას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
